სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის“ #1 დანათის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლილი ხეჩუაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან ბაქანიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
გ) თამარ მანაგაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მტავარი სპეციალისტი;
დ) თამარ ხიდაშელი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ე) მანანა მელიქიშვილი - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში;
ვ) ეფემია ხარაძე - ასისტენტ პროფესორი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვრდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.